|
2021-03-27 10:21:33, 450 ნახვა
საზოგადოება
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე ახალი სპორტული დარბაზი გაიხსნა
შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თბილისის ბაზას ეწვია. ვახტანგ გომელაურმა მოადგილეებთან - იოსებ ჭელიძესა და გიორგი ბუთხუზთან ერთად დაათვალიერა ბაზის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა და ახალი სპორტული დარბაზი. შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე, დეტალურად გაეცნო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების სამუშაო პირობებს. ახალი, თანამედროვე სპორტული დარბაზი ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს. იგი აღჭურვილია უახლესი სპორტული ინვენტარით, სავარჯიშო ტრენაჟორებითა და საშხაპეებით. შინაგან საქმეთა მინისტრი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კვებითი უზრუნველყოფითაც დაინტერესდა, ბაზაზე მომსახურე თანამშრომლების კვების რაციონს გაეცნო და ყაზარმის სასადილო დაათვალიერა. ვახტანგ გომელაურმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს სამუშაო პროცესთან დაკავშირებით შესაბამისი დავალებები მისცა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)