|
2021-03-26 14:50:20, 733 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ეპიდემიოლოგებმა მალე შესაძლოა მესამე ტალღის დასაწყისი გამოაცხადონ
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ეპიდემიოლოგებმა შესაძლოა, მალე მესამე ტალღის დასაწყისი გამოაცხადონ. ეკატერინე ტიკრაძემ მოუწოდა მოქალაქეებს, რომ დაიცვან ეპიდემიოლოგების მიერ რეკომენდებული წესები, კერძოდ, სოციალური დისტანცირება და ატარონ ნიღაბი. „ჩვენ ახლა ვიმყოფებით იმ ფაზაში, როდესაც შეიძლება დავარქვათ, რომ ეს არის გარკვეულწილად დასაწყისი მესამე ტალღის, აქ მნიშვნელოვანია გატარდეს ერთობლივი ღონისძიებები, ვაქცინაციის პროცესის თანმიმდევრული გამართვა და მოქალაქეების მოტივირება იმისთვის, რომ ვაქცინაციის პროცესი მნიშვნელოვანია, მაგრამ პარალელურად არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ერთი წელია ვიმყოფებით შეზღუდვების პრცესში, რაც გულისხმობს, რომ მნიშვნელოვანია დავიცვათ სოციალური დისტანცირება, აუცილებლად ვატაროთ ნიღაბი. საქართველოში დღესდღეობით ერთადერთ აქტიური შეზღუდვა, რაც დარჩენილია, ეს არის „კომენდატის საათი“, სხვა შეზღუდვები თითქმის მოხსნილია, რაც შეეხება იმას, თუ რომელ ფაზაში ვართ, დიახ, ეს არის გარკვეულწილად იმის საწყისი და ნიშანი, რომ შესაძლოა ეპიდემიოლოგებმა ოფიციალურად გამოაცხადონ მესამე ტალღის დასაწყისი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)