|
2021-03-26 14:06:56, 535 ნახვა
საზოგადოება
დავით ფუტკარაძე ახალდანიშნულ ნოტარიუსებს შეხვდა
ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე დავით ფუტკარაძე, პალატის აღმასრულებელი დირექტორი თეა აბრამიძე, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წარმომადგენელი თეა ჯალაღანია და საფინანსო სამსახურის წარმომადგენელი ხათუნა მწითური იმ ნოტარიუსებს შეხვდნენ, რომლებიც იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დაინიშნენ კასპში, ბორჯომსა და გურჯაანში. ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ნოტარიუსის თანამდებობის დაკავება უდიდეს პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული. ესაუბრა მათ სანოტარო სერვისების თაობაზე და ნოტარიატში დაგეგმილი სიახლეებიც გააცნო. ნოტარიუსთა პალატა ახლად დანიშნულ ნოტარიუსებს პერსონალურ კომპიუტერებს გადასცემს. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ახლად დანიშნული ნოტარიუსი პირველი სამი წლის განმავლობაში სანოტარო საქმიანობას მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე რეგიონში ან ისეთ დასახლებაში ასრულებს, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის. 2015 წლიდან, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, სანოტარო ბიუროები მაღალმთიანი და რაიონული ცენტრებისგან დაშორებულ ადგილებში გაჩნდა, სადაც არასოდეს, ან დიდი ხნის მანძილზე არ ყოფილა ნოტარიუსი. შეხვედრა ნოტარიუსთა პალატის ახალ ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)