|
2021-03-25 12:35:24, 681 ნახვა
საზოგადოება
საპატრიარქო ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენეთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მეუფე სტეფანეს წირვის შემდეგ სასულიერო პირები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, ისმოდა პროვოკაციები და შეურაცხყოფები. „სასულიერო პირები, რომლებიც 8 მარტს მარტვილში გამართულ სამღვდელო შეკრებაზე მას სიტყვიერად უპირისპირდებოდნენ, წირვის შემდეგ, მრევლის ნაწილთან ერთად, მეუფეს მონასტერში შეხვდა. ხანგრძლივი საუბრისას ისინი კვლავ ცდილობდნენ სიტუაციის დაძაბვას, დაიწყეს სიტყვიერი დაპირისპირება, ისმოდა შეურაცხმყოფელი ბრალდებები, პროვოკაციული შეძახილები. საბოლოოდ, სასულიერო პირები მეუფეს მონასტრის ტერიტორიის დატოვებას აიძულებდნენ. საგულისხმოა, რომ ამ ინციდენტს წინ უძღოდა 22 მარტს მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) მიერ გაკეთებული კომენტარი, სადაც იგი ჭყონდიდის ეპარქიის სასულიერო პირებსა და მრევლს მოუწოდებდა, არ დამორჩლებოდნენ ეპარქიის ახლად დადგენილ მღვდელმთავარს“, - აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ გუშინ ჭყონდიდის ეპარქიაში, ბალდის მონასტერში სასულიერო პირებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ეპარქიაში განკვეთილ დიაკვნებთან სასაუბროდ მეუფე სტეფანე მივიდა, რომელიც მონასტრიდან გააძევეს. მეუფე სტეფანემ მონასტერი სამართალდამცველების თანხლებით დატოვა. ცნობითვის, მეუფე სტეფანემ ჭყონდიდის ეპარქიის რამდენიმე დიაკვანს მღვდელმსახურება აუკრძალა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას დიაკვნების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ისინი არ აპირებენ, რომ მღვდელმთავრის განჩინებას დაემორჩილონ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)