|
2021-03-25 10:29:08, 407 ნახვა
საზოგადოება
ქ. დოჰაში სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე 15 ქართული კომპანიის პროდუქციაა წარმოდგენილი
23 მარტს,ქ. დოჰაში სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენა Agriteq 2021 გაიხსნა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, გამოფენაზე 15 ქართული კომპანიის -გურიელი, ნათსჯი, ჩიკორი, გეონატურალი, აგრითაჩი, ელექსირ საქართველო, ნუგბარი, რუხი 2, მაგრიტო, კამპა, მანნა, ბორჯომი, კულა, Georgia’ Natural და Kind&Noble - პროდუქციაა წარმოდგენილი. პანდემიით შექმნილი ვითარების და დაწესებულიშეზღუდვების გამო, ქ. დოჰაში, გამოფენაზე Agriteq 2021 ქართულ კომპანიებს კატარში საქართველოს საელჩო წარმოადგენს. Agriteq სპარსეთის ყურის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენაა, რომელსაც მრავალი ათასი ვიზიტორი ჰყავს. წელს გამოფენაში მონაწილეობას 42 ქვეყანა და სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი 208 ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია იღებს. გამოფენაში მონაწილეობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა კატარში და, ზოგადად, სპარსეთის ყურის რეგიონში ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობისთვის. Agriteq 2021 27 მარტს დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)