|
2021-03-25 10:29:30, 416 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში, დიდი ჯიხაიშის ქუჩაზე საფეხმავლო გზისა და ფერდობის გასამაგრებლად 106-მეტრიანი კედელი მოეწყო
ნაძალადევის რაიონში, დიდი ჯიხაიშის ქუჩა N131-141-ში არსებული ამორტიზებული საფეხმავლო გზის გასამაგრებლად 106-მეტრიანი საყრდენი კედელი მოეწყო და ლითონის დამცავი ღობე დამონტაჟდა. გამაგრებული ტერიტორია ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ მიხეილ ამაშუკელთან ერთად დაათვალიერა. „ამ მონაკვეთზე საფრთხისშემცველი მდგომარეობა გვქონდა. პროექტის განხორციელება გასულ წელს დავიწყეთ და ამ ეტაპზე, გამაგრების სამუშაოები დასრულებულია. ბეტონის კონსტრუქციით გამაგრდა, როგორც საფეხმავლო გზა, ასევე ფერდობი. სამუშაოები საკმაოდ რთული შესასრულებელი იყო და გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ სამშენებლო პროცესი კარგად წარმართა. ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოება ახლა უკვე დაცულია“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. აღნიშნულ მისამართზე გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ჯამში, 464 000 ლარი დახარჯა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)