12:55 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-24 19:21:57, 644 ნახვა

საზოგადოება
მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ მეწყრული პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა

მაჭავარიანის ქუჩაზე და მიმდებარე ფერდებზე მეწყრული პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის წევრებმა არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით იმსჯელეს და ახლო მომავალში განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს.

„შედგა  სამუშაო ჯგუფის კიდევ ერთი შეხვედრა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ  ხვალ ადგილზე  გავა სამუშაო ჯგუფი  მეწყრულ ზონას გერმანელ სპეციალისტებთან ერთად დაათვალიერებს. ყველა სიახლეს ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებას ეტაპობრივად ვაცნობებთ“, - განაცხადა თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი აბუთიძემ.

სამუშაო ჯგუფი მეწყრული პროცესის დაწყებისთანავე შეიქმნა და მის შემადგენლობაში მერიის შესაბამისი სამსახურები, გარემოს ეროვნული სააგენტოს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები, ასევე,  დარგის ქართველი და უცხოელი  სპეციალისტები შედიან.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სანდრო მამუკელაშვილის დებიუტი NBA-ში ლეიკერსის მაისურით
ისწავლე ხელოვნური ინტელექტი საქართველოს ბანკის სრული დაფინანსებით
თიბისი, ბიზნესებს, 70 000₾-მდე დაფინანსებას სთავაზობს, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics