2021-03-24 10:35:17, 1514 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინით დახურულ კარს მიღმა აიცრა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინით აიცრა.
ამის შესახებ ინფორმაციას „ტასი“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ვაქცინაცია დახურულ კარს მიღმა განხორციელდა.
„ვლადიმერ პუტინმა კორონავირუსის ვაქცინაცია ჩაიტარა. თავს კარგად გრძნობს. ხვალ სამუშაოს ჩვეულ რიტმში გააგრძელებს“, - განაცხადა პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა.
პესკოვი არ აკონკრეტებს, თუ რომელი ვაქცინით აიცრა ვლადიმერ პუტინი. ამ დრომდე პრეზიდენტის ვაქცინაციის ამსახველი ფოტომასალა არ გავრცელებულა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ადგილობრივი წარმოების 3 ვაქცინით Sputnik V-ით, EpiVacCorona-თა და CoviVac-ით მიმდინარეობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,