|
2021-03-23 13:11:42, 562 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენცია გაჩნდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო 5 დღის განმავლობაში, ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენცია გამოიკვეთა. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, სიკვდილიანობასთან დაკავშირებით დინამიკა პოზიტიურია. „ბოლო დღეებში გაჩნდა გარკვეული ტენდენცია ეპიდსიტუაციის გაუარესებისკენ. არ ვიტყვი, რომ ნახტომისებური ზრდა გვაქვს, მაგრამ დღეს 21 ათას ტესტზე არის 528 შემთხვევამ, რამაც დადებითობის მაჩვენებელი აიყვანა 2.53%-ზე. ბოლო 4-5 დღეა სტაბილურად მცირე მატების ტენდენცია აქვს, როგორც ინციდენტობას, ასევე დადებითობის მაჩვენებელს. ასევე, ზრდა აქვს აქტიური შემთხვევების რაოდენობას ქვეყანაში. დღეს გვაქვს 3 770, თუმცა სიკვდილიანობასთან დაკავშირებით დინამიკა პოზიტიურია. დღეს გვაქვს გარდაცვალების 4 შემთხვევა, რაც ნოემბრიდან დღემდე ყველაზე მცირე რაოდენობაა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)