12:40 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-22 15:04:11, 959 ნახვა

საზოგადოება
ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის დადებითობისა და ინციდენტობის მაჩვენებლები გაიზარდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ბოლო დღეების განმავლობაში კორონავირუსის დადებითობისა და ინციდენტობის მაჩვენებლები გაიზარდა.

მისი თქმით, აღნიშნული ზრდა სერიოზული არ არის, თუმცა სიფრთხილე აუცილებელია.

„ბოლო დღეების განმავლობაში უკვე გაჩნდა რისკი იმისა, რომ ყოველდღიურ შემთხვევათა რიცხვი 100 ათას მოსახლეზე ოდნავ იმატებს. ეს არ არის ნახტომისებური მატება და არის ნელი. ასევე, იმატებს დადებითობის მაჩვენებელი და ამავე დროს გაიზარდა ე.წ. გადამდებლობის მაჩვენებელი. აქედან გამომდინარე, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. მოგეხსენებათ, რომ მარტში საკმაოდ შემსუბუქდა მთელი რიგი რეგულაციები. რა თქმა უნდა, ეს არის შედეგი ამ შემსუბუქების, მაგრამ არ არის სერიოზული ნახტომისებური ზრდა. ეს რომ თავიდან ავიცილოთ, ყველამ უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რომლებზეც ხშირად ვსაუბრობთ. ეს გახლავთ: პირბადე, დისტანცია, ხელების დაბანა, არა დიდი თავშეყრები და ამას დაემატა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, ვაქცინაცია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სანდრო მამუკელაშვილის დებიუტი NBA-ში ლეიკერსის მაისურით
ისწავლე ხელოვნური ინტელექტი საქართველოს ბანკის სრული დაფინანსებით
თიბისი, ბიზნესებს, 70 000₾-მდე დაფინანსებას სთავაზობს, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics