12:36 - 22 Oct, 2026
|
2021-03-19 16:54:09, 801 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო, მედპერსონალის დაბალი აქტივობის გამო, ვაქცინაციის პროცესში მოქალაქეების ჩართვას განიხილავს
ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო პერსონალის დაბალი აქტივობის გამო, ვაქცინაციის პროცესში რიგითი მოქალაქეების ჩართვის საკითხს განიხილავს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული საკითხის განხილვა ჯერ სამინისტროს იმუნიზაციის, შემდეგ კი საკოორდინაციო საბჭოზე მოხდება. „გუშინ დაგეგმილი იყო ამ საკითხის განხილვა იმუნიზაციის საბჭოზე, მაგრამ ამ სამწუხარო ფაქტის შემდეგ აღნიშნულ საკითხზე ვერ ვისაუბრეთ. ეს საკითხი განიხილება. ეს განიხილება ჯერ სამინისტროს იმუნიზაციის, შემდეგ საკოორდინაციო საბჭოზე და შესაბამისი გადაწყვეტილებები მალე მიიღება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)