12:23 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-19 16:40:35, 702 ნახვა

საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში იმუნიზაციის გაგრძელების გარდა, სხვა ალტერნატივა არ არის

სხვა ალტერნატივა, რომ ქვეყანაში იმუნიზაცია არ გაგრძელდეს, არ არის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, კოვიდის დასრულება იმუნიზაციის პროცესის 70%-მდე ასვლის გარეშე ვერ მოხდება.

„სანამ იმუნიზაციის პროცესი არ გაჯერდება და არ ჩამოყალიბდება 60-70%-იანი ფენა, მანამდე კოვიდის დასრულება ვერ იქნება. გუშინ ძალიან რთული იყო მსჯელობა საბჭოზე, შეჩერდეს თუ გაგრძელდეს იმუნიზაცია. შეჩერება ყოველთვის ადვილია, მაგრამ მერე რას ვეუბნებით იმ ადამიანებს?

მე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ძალიან მძიმეა ყველასთვის, განსაკუთრებით მეგის ოჯახის წევრებისთვის, მაგრამ სხვა ალტერნატივა, რომ ქვეყანაში იმუნიზაცია არ გაგრძელდეს, არ არის, ის უნდა გაგრძელდეს. მინდა გთხოვოთ, რომ ფართოდ ჩაერთოთ ამ კამპანიაში, როგორც გუშინ მეგიმ მოუწოდა ხალხს, რომ ჩართულიყვნენ კამპანიაში და მეტი აცრილიყო. რაც მეტი აიცრება ქვეყანაში, მით უფრო დაზღვეული იქნება საზოგადოებას, რომ ახალი ფატალური შედეგები არ გვექნება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სანდრო მამუკელაშვილის დებიუტი NBA-ში ლეიკერსის მაისურით
ისწავლე ხელოვნური ინტელექტი საქართველოს ბანკის სრული დაფინანსებით
თიბისი, ბიზნესებს, 70 000₾-მდე დაფინანსებას სთავაზობს, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics