|
2021-03-19 13:25:01, 607 ნახვა
საზოგადოება
გერმანული ავიაკომპანია „ლუფთჰანზა“ თბილისი-მიუნხენის რეგულარულ რეისს ფრანკფურტი-თბილისის მიმართულებასაც ამატებს
უცხოური ავიაკომპანიები საქართველოში მზარდი ტურისტული ნაკადების პოტენციალს ხედავენ და ამ ფონზე რეგულარული ფრენების სიხშირეებს ზრდიან, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მინისტრის ინფორმაციით, გერმანული ავიაკომპანია „ლუფთჰანზა“, რომელიც აქამდე მხოლოდ თბილისი-მიუნხენის მიმართულების ასრულებდა რეგულარულ რეისებს, ფრანკფურტი-თბილისის მიმართულებასაც ამატებს. „პირველი ივნისიდან „ლუფთჰანზა“ კვირაში ოთხი სიხშირით იწყებს რეისების შესრულებას ფრანკფურტი-თბილისის მიმართულებით. ასევე გააორმაგებს ფრენებს მიუნხენი-თბილისი-მიუნხენის ხაზზე. ჩვენ ველოდებით ვაქცინირებულ ტურისტებს, მათ შორის ტურისტებს „პისიარ“ ტესტით ევროპის ქვეყნებიდან, რომელთა შორისაც ცხადია, გერმანელი ტურისტებიც იქნებიან“, – აღნიშნა ნათია თურნავამ. გერმანული ავიაკომპანია „ლუფთჰანზა“ ფრანკფურტი-თბილისი-ბაქოს საჰაერო ხაზზე რეგულარულ ფრენებს, კვირაში ოთხი სიხშირით ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და კვირას შეასრულებს. ასევე, ავიაკომპანია ფრენების სიხშირეს აორმაგებს მიუნხენის მიმართულებით და ზაფხულის სანავიგაციო სეზონში მიუნხენი-თბილისი-მიუნხენის საჰაერო ხაზზე თავდაპირველად, რეგულარულ ფრენებს კვირაში ოთხჯერ შეასრულებს, ხოლო 31 მაისიდან, ოპერირებას ყოველდღიურად გეგმავს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)