2021-03-18 15:36:51, 959 ნახვა
მსოფლიო
კრემლში აცხადებენ, რომ ჯო ბაიდენს ერთმნიშვნელოვნად არ სურს რუსეთთან ურთიერთობის დალაგება
ვიტყოდი, რომ ეს აშშ-ის პრეზიდენტის ძალიან ცუდი გამონათქვამებია, - ასე ეხმაურება კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინტერვიუს.
როგორც დიმიტრი პესკოვი აღნიშნავს, ბაიდენს ცალსახად არ სურს რუსეთთან ურთიერთობის დალაგება.
„ჯო ბაიდენს ერთმნიშვნელოვნად არ სურს ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობების დალაგება. მომავალში ჩვენ სწორედ ამის გათვალისწინებით ვიმოქმედებთ“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა „ეიბისი ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში დადებითად უპასუხა შეკითხვას, მიიჩნევდა თუ არა ვლადიმერ პუტინს მკვლელად.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან