|
2021-03-18 14:37:56, 413 ნახვა
საზოგადოება
ნათია თურნავა: ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში შევძლებთ, საქართველოში ნაწარმოები აკვაკულტურა ევროპულ ბაზრებს მივაწოდოთ
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ნაწარმოები სულ უფრო მეტი სასაქონლო ჯგუფია წარმოდგენილი ევროპულ ბაზრებზე, ევროპელ მეგობრებთან განვიხილავთ არსებული ვაჭრობის უფრო მეტი გაფართოებას და გვსურს, ახალი ჯგუფები გამოიკვეთოს და ერთობლივად შევუწყოთ ხელი მათ გატანას ევროპის ბაზარზე, - მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი პროდუქტი არის აკვაკულტურა, რომელიც საქართველოში იწარმოება და იმედი გვაქვს, უახლოეს პერიოდში შევძლებთ მივაღწიოთ მის წარმოდგენას ევროპულ ბაზრებზე", - ამის შესახებ ნათია თურნავამ ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე განხილული საკითხების შეფასებისას განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ევროპელ კოლეგებს ასევე გააცნო ის პრობლემები, რომლებიც საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესს აქვს ხარისხის შესატყვისობის რეგულაციების დანერგვაში, მათ შორის ლაბორატორიულ ტესტებთან დაკავშირებით. „ჯერჯერობით ჩვენი ლაბორატორიული ინფრასტრუქტურა არ არის იმ დონეზე, რომ აქ პროდუქტის ხარისხის ყველა აუცილებელი ტესტი იყოს გაკეთებული, შესაბამისად, ევროკავშირს ვთხოვეთ დახმარება, რომ ჩვენთან, ადგილზე გაიმართოს ლაბორატორიები და მცირე ბიზნესს არ უწევდეს სინჯების გაგზავნა საზღვარგარეთ დამატებითი ხარჯებით", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)