|
2021-03-18 14:10:11, 578 ნახვა
საზოგადოება
თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინა 22 მარტს შემოვა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინა 22 მარტს შემოვა. მისი თქმით, საერთაშორისო აღიარებისა და ეფექტურობის დამტკიცების შემთხვევაში, შესაძლოა, ქვეყანაში ჩინური ვაქცინაცაც შემოვიდეს. „22 მარტს შემოვა „ფაიზერის“ პარტია, შემდეგ შემოვა 80 ათასი ისევ „ასტრაზენეკა“, შემდეგ ორმხრივი შეთანხმებით შემოვა ისევ „ასტრაზენეკა“, როგორც ვიცი, ოღონდ უკვე სახელმწიფოებს შორის შეთანხმებით და არა საერთაშორისო ინსტრუმენტებით. ასევე, შესაძლოა, თუმცა ჯერ არ არის გადაწყვეტილი, საერთაშორისო აღიარებისა და ეფექტურობის დამტკიცების შემთხვევაში, შემოიტანონ ჩინური ვაქცინაც და რაც ყველაზე მთავარია, პრაქტიკულად გამზადებულია მილიონიანი ხელშეკრულება ერთ-ერთ ყველაზე კარგ ვაქცინასთან - ეს არის „ნოვოვაქსი“, რომელიც ჯერ არ გაყიდულა მსოფლიოში და რომლის გაყიდვაც დაიწყება ივნისში და პირველი მომხმარებელი მისი იქნება საქართველო და როგორც ამბობენ და მჯერა, რადგან გავეცანი დოკუმენტაციას, ეს იქნება მსოფლიოში ყველაზე უკეთესი ვაქცინა, რომელიც დამზადებული იქნება განსხვავებული ტექნოლოგიით“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)