|
2021-03-18 11:09:50, 381 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრმა სოსო ტყემალაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სოსო ტყემალაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა. აღნიშნულის მიზეზად ყრილობაზე დაფიქსირებული ხარვეზი დასახელდა. საჯარო რეესტრის განმარტებით, რაგბის კავშირის წესდების მიხედვით, ყრილობაზე წინა ყრილობისას (30 დეკემბერს) დამტკიცებული საკითხები უნდა განხილულიყო. თუმცა ასე არ მოხდა – განიხილეს ზოგიერთი ისეთი საკითხიც, რომელიც 30 დეკემბრის ყრილობის დღის წესრიგით გათვალისწინებული არ იყო. პროცედურული დარღვევების გამო, რეესტრმა პრეზიდენტად ტყემალაძეს რეგისტრაციის პროცესი შეუჩერა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოწესრიგებისთვის 30 დღიანი ვადა მისცა. ცნობისთვის, რაგბის კავშირის განმეორებითი არჩევნები მიმდინარე წლის 10 მარტს გაიმართა, სადაც ერთადერთი კანდიდატი სოსო ტყემალაძე იყო. ტყემალაძემ 42 ხმით გამარჯვება მოიპოვა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)