|
2021-03-18 10:53:03, 353 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც ერთ-ერთი იურიდიული კომპანიის იურისტი მოქალაქეებს მემკვიდრეობის და სამკვიდრო მოწმობის გაცემის სერვისს სთავაზობს. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა განმარტავს, რომ ყველა ის სარეკლამო განცხადება, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სამკვიდრო მოწმობების გაცემას, წარმოადგენს მოქალაქის შეცდომაში შეყვანის მცდელობას, ვინაიდან ,,ნოტარიატის შესახებ" საქართველოს კანონის, 38-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ" ქვეპუნქტით, სამკვიდრო მოწმობის გაცემა მხოლოდ ნოტარიუსის კომპეტენციას განეკუთვნება. შესაბამისად, სხვა კერძო და იურიდიული პირები არ არიან უფლებამოსილნი, აწარმოონ სამემკვიდრეო საქმე და გასცენ სამკვიდრო მოწმობა. აქვე აღვნიშნავთ, რომ როგორც მემკვიდრეობის, ასევე ნოტარიუსთა პალატის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ნოტარიუსი, როგორც მიუკერძოებელი იურიდიული მრჩეველი გასცემს სრულყოფილ და ამომწურავ კონსულტაციას. შესაბამისად, ნოტარიუსთა პალატა მოუწოდებს მოქალაქეებს, სანოტარო საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე კონსულტაცია გაიარონ მხოლოდ ნოტარიუსებთან ან მიმართონ ნოტარიუსთა პალატის ცხელ ხაზს: 2 206 776; 2 206 777. ზარი უფასოა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)