|
2021-03-18 10:31:38, 752 ნახვა
საზოგადოება
ამის შეჩერება შეუძლებელია - თბილისში მეწყერი მოწყდა, ადგილზე მეცნიერები მუშაობენ
თბილისში ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე, რომელიც გადაკეტილია, ამ წუთებში სეისმოლოგები უნდა შევიდნენ. წუხელ გავრცელდა ფოტომასალა, სადაც ჩანს რომ ტერიტორია დამეწყრილია. მოწყვეტილია ერთი ხევის დიდი ტერიტორია. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე რომელიც ამ წუთებშიც ადგილზე იმყოფება ამბობს, რომ დაწყებული მეწყრული პროცესის შეჩერება შეუძლებელია. მისი თქმით, არ არსებობს რაიმე ხერხი, რომელიც მეწყერის განვითარების სისწრაფეს შეაჩერებს. მეცნიერი აღნიშნავს, რომ მეწყერის მოწყვეტის შესახებ, ინფორმაცია უფრო ადრე იყო ცნობილი რადგან ადგილზე დასმულია ე.წ კოლები. 16 მარტს, თბილისის მერიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ "მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო, მეწყრული პროცესები გააქტიურდა და მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, ამ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა".
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)