|
2021-03-17 15:30:05, 681 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო ანაკლიის კოვიდსასტუმროში გარდაცვლილ პაციენტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
ჯანდაცვის სამინისტრო ანაკლია-განმუხურის კოვიდსასტუმროში გარდაცვლილ პაციენტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ადგილზე ჩატარებული სამედიცინო ღონისძიებების შედეგად, დამაკმაყოფილად შეფასდა და სასწრაფომ არ ჩათვალა საჭიროდ პაციენტის ჰოსპიტალიზაცია. ამასთანავე, უწყებაში აცხადებენ, რომ პაციენტის საკარანტინე სივრცეში მოთავსებიდან რამდენიმე საათში, ექიმმა გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა ბრიგადას ქალბატონი გარდაცვლილი დახვდა. „16 მარტს, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან სამედიცინო ტრანსპორტის მიერ გადმოყვანილ იქნა შუახნის ქალბატონი. საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ე.წ. გადასასვლელ პუნქტთან გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ადგილზევე შეფასდა, ჩაუტარდა ელ. კარდიოგრაფია და მოხდა მისი სასიცოცხლო პარამეტრების განსაზღვრა. ჩატარებული სამედიცინო ღონისძიების შედეგად პაციენტის მდგომარეობა შეფასდა დამაკმაყოფილებლად. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ არ ჩაითვალა საჭიროდ ჰოსპიტალიზაცია, ვინაიდან არ იკვეთებოდა რაიმე სახის ჩივილი. ქალბატონი, დადგენილი წესით, საკარანტინე სივრცეში სასტუმრო „ანაკლიაში“ მოთავსდა. აღსანიშნავია, რომ საკარანტინე სივრცე სამედიცნო პერსონალის ზედამხედველობას ითვალისწინებს. პაციენტის საკარანტინე სივრცეში მოთავსებიდან რამდენიმე საათში, ექიმის მიერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება მოხდა. ადგილზე მისულ ბრიგადას ქალბატონი გარდაცვლილი დახვდა“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)