|
2021-03-16 10:50:41, 387 ნახვა
საზოგადოება
მუხიანის აგარაკებზე, ზნაკვის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
გლდანის რაიონის გამგეობის მიერ,მუხიანის აგარაკებზე არსებულ ზნაკვის ქუჩაზე (ვარდისუბნისა და 26 მაისის ქუჩის დამაკავშირებელი ზედა მონაკვეთი) საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ ტერიტორიაზე წყალარინების და სანიაღვრე ქსელი უკვე მოეწყო, ასევე, ასფალტის საფარი 1000 კვ. მ-მდე ფართობზე იგება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 62 742 ლარი გამოიყო.მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი, ლევან ნაროუშვილი ადგილზე გაეცნო. ამჟამად, მუხიანის აგარაკებზე, გურიის აღმართზე ბეტონის გზა ეწყობა. გამარჯვების ქუჩისა და გურიის აღმართამდე მისასვლელ გზაზე, 1385 კვ.მ ფართობზე, ასფალტის საფარი დაიგება.ამასთან, აღნიშნულ დასახლებაში, გამგეობის მიერ, გრუნტის დამჭერი კედლების მოწყობის სამუშაოებიც მიმდინარეობს. გამარჯვების ქუჩაზე კედლები ოთხ მისამართზე - N63–65–67-79 ეწყობა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)