|
2021-03-14 21:07:24, 518 ნახვა
საზოგადოება
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია - მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, „ნამახვანჰესის“ აქცია განსაკუთრებული სიფრთხილით გააშუქონ
„მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, „ნამახვანჰესის“ აქცია განსაკუთრებული სიფრთხილით გააშუქონ“, - ამის შესახებ ჟურნალისტური ერთიკის ქარტია განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აქციაზე ქსენოფობიის შემცველი განცხადებები გაჟღერდა. „2021 წლის 14 მარტს ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, „ნამახვანის ჰესების კასკადის“ სამშენებლო სამუშაოების შეწყვეტის მოთხოვნით აქცია იმართება, სადაც აქციის მონაწილეების მხრიდან ქსენოფობიის შემცველი განცხადებები ისმის. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიაჩნია, რომ მედიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, არ გაამძაფროს დისკრიმინაცია, მედიასაშუალებებმა არ უნდა შეუწყონ ხელი არატოლერანტული, დისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბებას, სიძულვილის ენის წახალისებას. ქარტია აღნიშნავს, რომ მედიასაშუალებებმა უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მართინ პირდაპირი ეთერი. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს მედიასაშუალებებს, განსაკუთრებული სიფრთხილით გააშუქონ აქციიდან მიღებული ინფორმაცია, რათა არ წაახალისონ ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)