03:49 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-08 11:34:11, 685 ნახვა

მსოფლიო
მეგან მარკლმა ბრიტანეთის სამეფო ოჯახი რასიზმში დაადანაშაულა

პრინც ჰარის მეუღლემ, მეგან მარკლმა ბრიტანეთის სამეფო ოჯახი რაზისმსა და სიცრუეში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ის თვითმკვლელობის ზღვარზე მიიყვანეს, - ამის შესახებ სასექსის ჰერცოგინიამ CBS-თან ინტერვიუში აღნიშნა.

პრინც ჰარის მეუღლე აცხადებს, რომ მათ ვაჟს, არჩის, პრინცის ტიტულზე უარი იმის გამო ეთქვა, რომ სამეფო ოჯახში ბავშვის დაბადებისას არსებობდა შეშფოთება იმის შესახებ, რამდენად მუქი შეიძლება, რომ ყოფილიყო მისი კანის ფერი.

მეგან მარკლის თქმით, ყველაზე რთული მომენტი მისთვის იყო, როდესაც პრინცის ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა ჰკითხა, თუ „რამდენად მუქი ფერის“ შეიძლებოდა ყოფილიოყო მათი შვილის კანი, თუმა მეგანმა უარი თქვა სამეფო ოჯახის წევრის ვინაობის დაკონკრეტებაზე.

„უბრალოდ აღარ მინდოდა სიცოცხლე. ეს იყო ძალიან მკაფიო, რეალური და საშიში მუდმივი აზრი“,- განაცხადა მეგან მარკლმა.

ცნობისთვის, პრინც ჰარის მეუღლის, მეგან მარკლის დედა შავკანიანია, მამა კი, თეთრკანიანი.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics