|
2021-03-05 15:09:47, 4449 ნახვა
ომი უკრაინაში
ჰანს კლუგეს განცხადებით, კორონავირუსის პანდემია სავარაუდოდ, 2022 წლის დასაწყისისთვის დასრულდება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის, ჰანს კლუგეს განცხადებით, კორონავირუსის პანდემია სავარაუდოდ, 2022 წლის დასაწყისისთვის დასრულდება. როგორც მან გერმანულ გამოცემა Welt-თან ინტერვიუში აღნიშნა, 2021 წლის განმავლობაში პანდემია უკან არ დაიხევს, თუმცა ვირუსი შედარებით მართვადი იქნება. „ცხოვრების ნორმალურ რიტმში დასაბრუნებლად დიდ პროგრესს ვხედავ. 2021 წელი „კოვიდის“ არსებობის კიდევ ერთი წელი იქნება, თუმცა ვირუსი შედარებით პროგნოზირებადი და მართვადი იქნება. კაცობრიობამ 1 წლის განმავლობაში ვირუსის შესახებ ბევრი რამ გაიგო. გვაქვს ხელსაწყოები, დიაგნოსტიკური პროგრამები და ვაქცინა. ჩემს სამუშაოში აუცილებელია წინასწარ დაგეგმვის ცოდნა, ამიტომაც ვფიქრობ, რომ პანდემია 2022 წლის დასაწისში დასრულდება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვირუსი მთლიანად გაქრება“, - განაცხადა ჰანს კლუგემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)