|
2021-02-22 16:28:11, 509 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიცია დაგეგმილი აქციის გადადებას ხელისუფლებასთან კომპრომისად ყიდის
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიცია 25 თებერვალს დაგეგმილი აქციის გადადებას კომპრომისად ყიდის. როგორც მან პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, „ქართული ოცნება“ მოლაპარაკებების მაგიდიდან არსად წასულა. „ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით, ყველა საკითხზე კონკრეტული პასუხები და კონკრეტული ნაბიჯები გავეცით. ბოლოს ისიც კი ვთქვით, რომ მოვდივართ რიგგარეშე არჩევნებზე თუ 1%-იან გადახრას მაინც ნახავთ. ესეც არ უნდათ. შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ არსად წასულა მოლაპარაკებების მაგიდიდან, იქ ვართ ყველანი განწყობითაც და პასუხისმგებლობითაც. ახლა არის ჯერი ოპოზიციაზე და კომპრომისად იმას კი ნუ გაყიდიან, რაც არ ქონდათ ხელში. არ აქვს მნიშვნელობა 10 ათასი თუ 100 ათასი ადამიანი იქნება. მათ არ ჰქონდათ პერსპექტივა, რომ დაეორგანიზებინათ რაც მათ უნდათ ისეთი აქცია. შესაბამისად, ახლა ამ აქციის გადადებას კომპრომისად ყიდიან. ალბათ ამ კომპრომისის ხარისხს საზოგადოება კარგად აწონის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ცნობისთვის, ოპოზიციურმა პარტიებმა, ხელისუფლებისთვის მოლაპარაკებების შეთავაზების პარალელურად, 25 თებერვალს დაანონსებული აქცია გადადეს.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)