|
2015-10-07 14:00:52, 651 ნახვა
საზოგადოება
გადაჭედილი ავტობუსები და დაგვიანებული მგზავრები ლოტკინზე
ქალბატონი მადონას დილა 8 საათზე იწყება, 9-ზე სამსახურში უნდა იყოს. 08:30 -ზე გაჩერებაზე დგას და ტაბლოს შესცქერის იმის იმედით, რომ ე.წ. ყვითელი ავტობუსი არ დააგვიანებს და სამსახურში დროულად მივა. ლოტკინზე, სადაც ქალბატონი მადონა იანთბელიძე ცხოვრობს, დილა-საღამოს მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის პრობლემაა. როგორც „ექსპრესნიუსთან“ საუბარში ქალბატონი მადონა აცხადებს, აღნიშნულ უბანში ე.წ. ყვითელი ავტობუსების დეფიციტია. მისი თქმით, დედაქალაქის მერია ვალდებულია ამ უბანში დამატებით ორი ავტობუსი მაინც დაამატოს. „დილის და საღამოს საათებში შეუძლებელია 36 ან 48 ნომრით იმგზავრო. აქ ავტობუსები ხანგრძლივი ინტერვალით მოძრაობენ. ხალხით არის გადავსებული, ამ პრეტენზიას მარტო მე კი არ გამოვთქვამ. აბა ჰკითხეთ ნებისმიერს ვინც ამ ავტობუსებით მგზავრობს? დედაქალაქის მერია ვალდებულია დამატებით გამოყოს ორი ავტობუსი მაინც ამ უბანში“, - განაცხადა ქალბატონმა მადონამ. მადონა იანთბელიძის მსგავსად მგზავრობის პრობლემები ექმნება 20 წლის სტუდენტ ირაკლი თიღილაურსაც. უნივერსიტეტში სწავლა 9:00 საათზე ეწყება და პრეტენზიას ავტობუსების დიდი ინტერვალით მოძრაობასთან დაკავშირებით გამოთქვამს. „მინიმუმ ნახევარი საათი ვდგავარ გაჩერებაზე და ავტობუსს ველოდები. დიდი შუალედით მოძარობენ, ხშირად უნივერსიტეტში მაგვიანდება. აქ ყურადღებას არავინ გვაქცევს“, - აცხადებას „ექსპრესნიუსთან“ საუბარში სტუდენტი. „ექსპრესნიუსი“ შეეცადა ე.წ. ყვითელი ავტობუსების 36 და 48 ნომრის მძღოლებს გასაუბრებოდა. ბევრმა საუბრისგან და პოზიციის გამოხატვისგან თავი შეიკავა. ერთ-ერთი მძღოლი, „ექსპრესნიუსს“ ჩაწერაზე მხოლოდ იმ მოთხოვნით დათანხმდა, თუ მისი ვინაობის კონფიდენციალურობას დავიცავდით. ბატონმა ოთარმა (პირობითად) მგზავრების პრეტენზიებზე ისაუბრა. მან საფუძვლიანი უწოდა მგზავრების მოთხოვნას დაამატონ ავტობუსები. „შვილო, ჩვენ მძღოლებს არ გვაქვს უფლება რამეში ჩავერიოთ. აგერ გაკრულია ცხელი ხაზი და დარეკონ. საფუძვლიანია მგზავრების მოთხოვნა, რომ დაამატოს მერიამ ავტობუსები. სხვა რაღა გითხართ“, -აღნიშნა ბატონმა ოთარმა, თავი დახარა და კიდევ დამატებითი პოზიციის გამოთქმისგან თავი მაქსიმალურად შეიკავა. აღნიშნულ საკითხზე პოზიციის დაფიქსირებისგან „ექსპრესნიუსს“ უარი უთხრეს მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა. ჩვენთვის მხოლოდ რეპლიკა გაიმეტეს და მომაძახეს, რომ თავიანთ საქმეს ასრულებენ. „ექსპრესნიუსი“დეტალების გარკვევას თბილისის მერიაში შეეცადა. კითხვაზე თუ როდის იქნება 36 და 48 ნომრებზე ინტერვალის შემცირება და ავტობუსების დამატება. მერიის პრესსამსახურში ოპტიმისტურად და იმედისმომცემად განგვიმარტეს, რომ მომავლი წლიდან ახალი ავტობუსების შემოყვანის შემდეგ ეს პრობლემა აღმოიფხვრება. თუმცა, პრესსამსახურში დასძინეს, რომ 36 ნომერ ავტობუსზე ინტერვალის შემცირება ამ ეტაპზე შეუძლებელია. „მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, 36 ნომერ ავტობუსზე ინტერვალი დამოკლდა. ამ ეტაპზე ინტერვალის კიდევ უფრო დამოკლება შეუძლებელია. რაც შეეხება 48 ნომერს, მომავალ წელს ახალი ავტობუსების შემოყვანის შემდეგ ეს პრობლემა გადაიჭრება“, - აღნიშნეს პრესსამსახურში. P.S. მომავალ წლამდე კიდევ ერთი წელია… ეს ერთი წელი კიდევ ბევრ მგზავრს დააგვიანდება... მერიაში გაკეთებული განცხადება ოპტიმისტურია... თაკო მაქაცარია
ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ
საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში დიზელის დეფიციტის გამო საწვავის კრიზისი დაიწყო
მაკრონმა საფრანგეთის ინფრასტრუქტურის დრონებით თავდასხმებისთვის მზადყოფნის ბრძანება გასცა
რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი რეჟისორი ზვიაგინცევი „უცხოელი აგენტად“ გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)