|
2021-02-22 14:33:49, 619 ნახვა
პოლიტიკა
საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია 4 დეპუტატის შემადგენლობით დაკომპლექტდა
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია 4 დეპუტატის შემადგენლობით დაკომპლექტდა. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა კვოტები რაოდენობა შემდეგნაირად განსაზღვრა: ფრაქცია „ქართული ოცნება“ 2 წევრი, უფრაქციო პარლამენტის დეპუტატი 2 წევრი. დეპუტატ გიორგი კახიანის აზრით, საგამოძიებო კომისიაში სულ მცირე რვა ადგილი უნდა ჰქონდეს ოპოზიციას, მაგრამ სამწუხაროდ, თავადვე აცხადებენ უარს კომისიის საქმიანობაში ჩართვაზე. „მაშინ, როდესაც ამ პარლამენტში სამართლებრივი თვალსაზრისით დღესაც კი არის 8 ოპოზიციური გაერთიანება წარმოდგენილი, მინიმუმ ოპოზიციისთვის 8 ადგილი უნდა იყოს აქ და ამაზე ისინი უარს ამბობენ. იმედი მაქვს, რომ „მოქალაქეები“ მაინც შემოუერთდებიან ამ კომისიის საქმიანობას და ჩვენ კიდევ ერთხელ შევიკრიბებით და კომისიის შემადგენლობას გავზრდით. ეს კარი ღიაა მათ შორის იმ ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც დღეს გარედან უყურებენ საპარლამენტო საქმიანობას. მათი ეს პოზიცია კი მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ მათ ძალიან კარგად ესმით, რაზეც ისინი საუბრობენ არჩვენების გაყალბებაზე ეს ყველაფერი არის მათ მიერ შეთხზული და მოგონილი სცენარი“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)