|
2021-02-22 13:57:32, 768 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ნიკა მელია კრიმინალია - ეს ქაოსი ძალიან მალე დასრულდება, ამის გარანტიას ვიძლევი
ნიკა მელია ჩვეულებრივი კრიმინალია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ნიკა მელია ჩვეულებრივი კრიმინალია და გვეუბნებიან, რომ როდესაც პარლამენტზე შტურმი სცადა, თურმე არ უნდა შევეხოთ ბატონ ბელიას, მე ვკითხე ყველას, რომელ ქვეყანაში გინახავთ, რომ მსგავსი დანაშაულის შემთხვევაში ადამიანებს რაიმე სახის ინდულგენციებს აძლევდნენ, როდის ყოფილა, რომ პოლიტიკური პარტია გამხდარა ასეთი ადამიანების თავშესაფარი?“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მანვე დასძინა, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციის საშუალებას არავის მისცემს და ხელოვნურად შექმნილი ხმაური და ქაოსი, ძალიან მალე დასრულდება. „თუ კარგად გადახედავთ ბიოგრაფიებს, რომლებიც ახლა ამ ე.წ. შულავერის კომიტეტში იკრიბებიან, დარწმუნდებით, რომ საქმე გვაქვს ძალიან დიდ შიდა მტრობასთან, დიდ ღალატთან. აქედან გამომდინარე, ჩვენს სიმტკიცესა და პრინციპულობას ალტერნატივა არ აქვს, ასევე ჩვენი პოზიციების, ჩვენი სიმართლის მტკიცედ დაცვას. ჩვენ არავის არ მივცემთ საშუალებას, ჩვენს ქვეყანაში რაიმე დესტაბილიზაცია მოახდინოს. არათუ დესტაბილიზაცია, არამედ ეს გაუგებარი და ხელოვნურად შექმნილი ხმაურიც და ეს ქაოსი ძალიან მალე დასრულდება. ამის გარანტიას ვიძლევი მე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)