|
2021-02-22 12:13:49, 545 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ე.წ ვარდების რევოლუციის შემდეგ მივიღეთ ეკონომიკის გაპარტახება, ადამიანების წამება, ომი უმძიმესი შედეგებით
მძიმე ათწლეულით დაღლილმა ხალხმა იმედები ე.წ ვარდების რევოლუციაზე დაამყარა, შედეგად კი, გავითარების ნაცვლად, ეკონომიკის ბოლომდე გაპარტახება მივიღეთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხაა. მისივე თქმით, ე.წ ვარდების რევოლუციის შემდეგ მივიღეთ ადამიანების წამება, უფლებების ფეხქვეშ გათელვა, საბედისწერო ომი და ტერიტორიების დაკარგვა. „მინდა, ძალიან მოკლედ გავიხსენო 90-იან წლებში არჩეული ჩვენი პირველი პრეზიდენტის, გამსახურდიას დევნით თუ შემდეგ მისი მკვლელობით, შევქმენით სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევის პრეცედენტი, თავიდან ვერ ავიცილეთ ძმათამკვლელი ომები, საკუთარი ხელით გავანადგურეთ ჩვენივე ინდუსტრია, განათლება, ჯანდაცვა და ასე შემდეგ. მძიმე ათწლეულით დაღლილმა ჩვენმა ხალხმა მთელი იმედები ე.წ. ვარდების რევოლუციაზე დაამყარა, შედეგად კი, განვითარების ნაცვლად, მოჩვენებითი განვითარების ნაცვლად, მივიღეთ ისედაც უიმედო მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკის ბოლომდე გაპარტახება. კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ ადამიანების წამება, ყველა უფლებების ფეხქვეშ გათელვა, საბედისწერო ომი უმძიმესი შედეგებით, ტერიტორიების დაკარგვითა და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებით, რამაც კიდევ უფრო გაართულა კონსტრუქციული, რაციონალური პოლიტიკისა და დიპლომატიის გზით აფხაზებთან და ოსებთან შერიგების შესაძლებლობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)