|
2021-02-22 11:35:22, 545 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ბოლო 30 წლის განმავლობაში, შეგნებულად თუ შეუგნებლად, ბევრი ცუდი დავმართეთ სამშობლოს
ბოლო 30 წლის განმავლობაში ბევრი შეცდომა დავუშვით, რომლის შედეგებს დღეს ვიმკით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ზოგი შეცდომა გამოუცდელობით, ზოგი უმეცრებით, შეგნებით თუ შეუგნებლობით არის დაშვებული. „გავლილი წლები, ჩვენი ცხოვრებისა და ქვეყნის ისტორიის ნაწილია, რა თქმა უნდა, უამრავი კარგი მოვლენის, მიღწევის, ფასდაუდებელი გამოცდილების გამო, ძალზე ძვირფასია ჩვენთვის, მაგრამ პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ამ 30 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, რომლის შედეგებს დღეს ვიმკით. რა თქმა უნდა, არსებობენ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეები, როგორც შიდა და გარე მტრებიც, ობიექტური სიძნელეებიც, მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვათ, რომ ბევრი რამ ჩვენ თვითონ, ზოგი გამოუცდილეობით, ზოგიც უმეცრებით, შეგნებით თუ შეუგნებლად, ზოგიც მერკანტილური მიზნებით, ცუდი დავმართეთ ჩვენს სამშობლოს ამ 30 წლის განმავლობაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)