15:55 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-07 12:42:59, 772 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი ,,სიდ ფორუმ ფონდის“ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი „სიდ ფორუმ უკრაინის ფონდის“ დამფუძნებელს დიმიტრი პოდოლიევს შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ანი კვარაცხელია და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.            

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ნორვეგიის სახელმწიფოს დაფინანსებით „სიდ ფორუმ ფონდის“ მიერ ინვესტიციების განხორციელების საკითხი საქართველოში.

„სიდ ფორუმ ფონდის“ პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ინოვაციებისა და მეწარმეობის განვითარებას საქართველოში. მის ძირითად კომპონენტებში შედის ინოვაციური ჰაბის (iHab) ფორმირება საქართველოში. პროექტი ხელს შეუწყობს  საქართველოში ე.წ. ,,ქართული სილიკონის ველის“ ჩამოყალიბებას, რაც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქვეყნის სამომავლო განვითარებაში. პროექტის ხანგრძლივობა 2 წელია.

საქართველოს მხრიდან პროექტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო განახორციელებს, რომლისთვისაც ინოვაციური მეწარმეობის ხელშეწყობა და ამ მიმართულებით ინვესტიციების მოზიდვა  პრიორიტეტია. იგი ინსტრუმენტია ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, შემოსავლების ზრდისა  და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოსაჩენად.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებებისთვის თითქმის ერთი წლის შემდეგ პირველად აშშ-ში ჩავიდა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი გორში ფესტივალის გაუქმების დაგმობის გამო, ევროკავშირს თავს ლუქსემბურგიდან ესხმის
პაპუაშვილი – ე.წ. უწყვეტი პროტესტი მიმართულია იქითკენ, თავის თავს რაღაცნაირად დააჯერონ, რომ არსებობენ
ევროკავშირი სინანულს გამოთქვამს უსაფრთხოების მიზეზით გორში ფესტივალ კამარას გადადების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics