|
2021-02-21 21:28:14, 526 ნახვა
პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - მზად ვართ, მოლაპარაკებების შეთავაზების პარალელურად, დაანონსებული აქცია გადავდოთ
„მზად ვართ, მოლაპარაკებების შეთავაზების პარალელურად, დაანონსებული აქცია გადავდოთ“, - ამის შესახე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ხატია დეკანოიძებ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ აქციაში მონაწილეობა უნდა მიეღო ნიკა მელიას, რომელსაც დევნიან იმის გამო, რომ ხელისუფლებამ გავრილოვი ჩამოიყვანა. „იცით, რომ 25 თებერვალს დაანონსებული გვქონდა ოკუპაციის 100 წლისთავის აქცია, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღო ნიკა მელიას, რომელსაც დევნიან იმის გამო, რომ გავრილოვი ჩამოიყვანა ხელისუფლებამ და წამოასკუპა საქართველოს დამოუკიდებლობის სიმბოლოში, მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენ, როგორც უაღრესად პოლიტიკური პასუხისმგებლობით სავსე პოლიტიკურმა სპექტრმა ქვეყნის პოლიტიკური და დემოკრატიული მომავალი გადავარჩინოთ, მზად ვართ, მოლაპარაკებების შეთავაზების პარალელურად, კვლავ მივცეთ ვადა, კომპრომისის სივრცე ხელისუფლებას და გადავდოთ დაანონსებული აქცია. იმისთვის, რომ დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, იმისთვის, რომ შეასრულონ მათ შორის ჩვენი პარტნიორების მოთხოვნები, როგორიც იყო სენატიდან, კონგრესიდან და ყველა იმ საერთაშორისო აქტორიდან, რომელიც ფიქრობს, რომ საქართველოში უმძიმესი პოლიტიკური კრიზისია. იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შემდეგ დასრულდეს პოლიტიკური დევნა, დასრულდეს პოლიტიკური მართლმსაჯულება და საქართველოს ყველა მოქალაქემ გამოხატოს არჩევნებზე თავისუფალი ნება”, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)