|
2021-02-20 16:47:57, 597 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო უწყებამ შეიმუშავა დოკუმენტი, რომლითაც 2024 წელს ევროკავშირში წევრობისთვის მოსამზადებელი ნაბიჯებია განსაზღვრული
საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა დოკუმენტის პროექტი, რომლითაც განსაზღვრულია 2024 წელს ევროკავშირში წევრობის განაცხადის მოსამზადებლად გასავლელი ნაბიჯები, - ამის შესახებ მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირის შესაბამის ინსტუტებთან ერთად მუშავდება საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგი, რომელშიც გაწერილი იქნება მომავალი შვიდი წლის განმავლობაში საქართველოს მიერ განსახორციელებელი რეფორმები და ის ვალდებულებები, რომელიც ასოცირების შეთანხმებით არის აღებული. ზალკალიანმა ხაზი გაუსვა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიდეო კონფერენციას, რომლის დროსაც მხარეებმა შეაჯამეს სამი ქვეყნის პოზიციები 2021 წლის მეორე ნახევარში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისა და პარტნიორობის მომავალი პრიორიტეტების შესახებ. „ტრიოს თანამშრომლობას ევროინტეგრაციის საკითხებზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ სამივე ქვეყანამ უფრო უკეთ შეძლოს საერთო პოზიციების მიტანა ევროკავშირის ინსტიტუტებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებამდე“, - განაცხადა ზალკალიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)