|
2021-02-20 12:27:54, 743 ნახვა
პოლიტიკა
ლიეტუვის სეიმის წევრი: ან ევროკავშირს და ნატოს უერთდები - ან კვდები, ამიტომ უნდა შეწყდეს პოლიტიკური დევნა
ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ ლიტვის გზა სურთ, თუ ბელარუსის, - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიგიმანტას პავილიონმა ენმ-ს ოფისსში, ნიკა მელიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, თუ ქვეყანას სურს ევროკავშირსა და ნატოში შესვლა, უნდა მორჩეს პოლიტიკური დევნა. „მე შევხვდი ნიკა მელიას და შევხვდები ყველა პოლიტიკურ ლიდერს, ასევე მთავრობის წარმომადგენლებს. ლიტვა საქართველოს ძველი მეგობარია და ის არასდროს მიგატოვებთ. ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ დიალოგს და იმედი გვაქვს, საშუალება გვექნება, რომ მედიატორობა გავუწიოთ მხარეებს. ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, ლიტვის გზა სურთ თუ ბელარუსის. როგორც ჩვენი გამოცდილებიდან ვიცით, ან ევროკავშირს და ნატოს უერთდები - ან კვდები, ამიტომ უნდა შეწყდეს პოლიტიკური დევნა, პოლიტიკური სასამართლო პროცესები და უნდა დაიწყოს ხიდების შენება. ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ, თუმცა ეს იქნება შესაძლებელი იმ შემთხვევაში, თუ იქნება დიალოგისადმი მზადყოფნა და არა კონფლიქტი", - განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)