|
2021-02-20 10:52:37, 506 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის კომიტეტებში მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ
საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა მიმდინარეობს. კომიტეტების ფორმატში საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პარლამენტში ნდობის გამოსაცხადებლად წარდგენილი მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამა 2021-2024 „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ განიხილავენ. მოგვიანებით, ევროპასთან ინტეგრაციის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი სხდომა არის დანიშნული. ამ სხდომის დღის წესრიგშიც არის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ ნდობის მისაღებად წარდგენილი მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის განხილვა. მომხსენებელი საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი დავით ზალკალიანი იქნება. ამასთან, 22 თებერვალს დეპუტატები პლენარულ სხდომაზე მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს უყრიან კენჭს. შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიამ თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა, მმართველმა გუნდმა კი, პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)