|
2021-02-20 09:11:03, 479 ნახვა
პოლიტიკა
სენატორები - ქართველი ხალხი იმსახურებს კანონის უზენაესობას, დემოკრატიასა და დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას
ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი, ჯიმ რიში და სენატორ ჯინ ჰაშინი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქართველი ხალხი იმსახურებს კანონის უზენაესობას, დემოკრატიასა და პატიოსან, დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას. ამასთანავე, სენატორები მოუწოდებენ პოლიტიკურ პარტიებს, ჩაერთონ მოლაპარაკებების პროცესში. „ღრმად ვართ შეშფოთებული საქართველოში ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენების გამო. ქართველი ხალხი იმსახურებს კანონის უზენაესობას, დემოკრატიასა და პატიოსან, დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოს ოფიციალურ პირებთან მრავალჯერ წამოვჭერით პოლიტიკური დევნის პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ მოხარული ვართ ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიასთვის პატიმრობის გაუქმებით, ასეთი პოლიტიკური დევნა და დაკავებები არ უნდა ხდებოდეს. ახლა პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარე უნდა დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას და განმუხტოს პოლიტიკური ატმოსფერო. ვიმედოვნებთ, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი დასრულდება სწრაფად და მშვიდობიანად“, – აღნიშნულია სენატორების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)