|
2021-02-19 18:16:43, 590 ნახვა
პოლიტიკა
მაია ცქიტიშვილი - გამოვდივარ აქტიური პოლიტიკური ცხოვრებიდან და ვუბრუნდები ჩემს ოჯახს
„გამოვდივარ აქტიური პოლიტიკური ცხოვრებიდან და ვუბრუნდები ჩემს ოჯახს“, - ამის შესახებ მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სურს, რომ აქტიური პოლიტიკიდან გავიდეს. „გამოვდივარ აქტიური პოლიტიკური ცხოვრებიდან და ვუბრუნდები ჩემს ოჯახს. ის 9 წლიანი პერიოდი ჩემი ცხოვრების, ძალიან საინტერესო და დატვირთული უნდა დავასრულო ამით და უნდა მივცე საშუალება ჩემს გუნდს. მინდა მადლობა ვუთხრა ბატონ გიორგი გახარიას, იმ პრემიერს, რომელთან ერთადაც ბოლო წლების განმავლობაში ვიყავი ვიცე-პრემიერი და საინტერესო პერიოდი იყო. მე მინდა კიდევ ერთხელ წარმატება ვუსურვო და მიხარია, რომ იგივე გუნდი აგრძელებს მუშაობას სრული შემადგენლობით. მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ, როგორც აქტიური პოლიტიკიდან გასული ადამიანი ამ ფუფუნებით ვისარგებლებ რომ აღარ ვიყო თქვენი რესპოდენტი“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)