|
2021-02-19 15:22:33, 657 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - ის, რაც ოპონენტებისგან გვესმის არა მოლაპარაკებების შემოთავაზება, არამედ ულტიმატუმია
ის, რაც გვესმის ოპონენტებიდან, ეს არ არის მოლაპარაკებების შეთავაზება, ეს არის ულტიმატუმი, თქვენ წადით, ვინაიდან ჩვენ არ მოგვწონს შედეგები, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, რიგგარეშე და განმეორებითი არჩევნების ჩატარება არა კოლექტიური სააკაშვილის შეხედულებებს, არამედ სამართლებრივ საფუძველს უნდა ემყარებოდეს. „მოლაპარაკების მაგიდასთან სწორედაც ჩვენ ვიწვევთ ყველას, ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით. ვინაიდან გვაქვს კონკრეტული შეთავაზება, რომ თუკი აუცილებლობა არსებობს იმისა, რომ ჩავატაროთ ან რიგგარეშე ან განმეორებითი არჩევნები, ეს უნდა ეყრდნობოდეს სამართლებრივ საფუძველს. არ შეიძლება ეს გადაწყვეტილება დამყარებული იქნეს ნებისმიერი ოპონენტის, კოლექტიური სააკაშვილის შეხედულებებზე. რაც გვესმის ოპონენტებიდან, ეს არ არის მოლაპარაკებების შეთავაზება, ეს არის ულტიმატუმი - თქვენ წადით, ვინაიდან ჩვენ არ მოგვწონს შედეგები, არ მოგვწონს მილიონზე მეტი ადამიანის დამოკიდებულება შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასთან და უნდა მოხდეს ისე, როგორც კოლექტიურ სააკაშვილს სურს. ასე ვერ მოხდება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)