|
2021-02-19 12:35:32, 556 ნახვა
პოლიტიკა
„მოქალაქეები“ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას მხარს არ დაუჭერენ
„მოქალაქეები“ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას მხარს არ დაუჭერენ, - ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა. მისი თქმით, ელოდნენ, რომ მმართველი გუნდი პრემიერის თანამდებობაზე წარადგენდა კანდიდატს, რომელიც პროცესებს მოლაპარაკების მაგიდაზე გადაიტანდა, თუმცა ღარიბაშვილი ამ მიზნისთვის არაა. „ღარიბაშვილი პერსონიდან გამომდინარე, მისი დამოკიდებულება ოპოზიციის მიმართ აქამდეც ცნობილი იყო. ეს დამოკიდებულება აისახება, რა თქმა უნდა, მის ქმედებებსა და საბოლოო ჯამში კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას ამ ქვეყანაშ. მოველოდი, რომ „ქართული ოცნება“ ისეთ კანდიდატურას შემოგვთავაზებდა, რომელიც ამ ფონს დაამშვიდებდა და ყველაფერს მოლაპარაკების მაგიდასთან დაგაიტანდა. თუმცა ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა არ არის ამ მიზნის მისაღწევად. ამ ქვეყანაში რეპრესიები არავის გასვლია და არც გაუვა, ვერც ღარიბაშვილს და ვინც არ უნდა იყოს ის. შეუძლებელია ამ ქვეყანაში რეპრესიების ჩატარება ვინც სცადა ამის გაკეთება, იმან რა პოლიტიკური ფასიც გადაიხადა ყველამ ვიცით“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა. შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ დაასახელა.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)