|
2015-10-06 18:22:42, 631 ნახვა
პოლიტიკა
საზმაუს ჟურნალისტები: პროდიუსერად „ნაციონალური მოძრაობის“ „ზონდერჟურნალისტი“ ლიკა ხურციძე დაგვინიშნეს
საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟრნალისტები საინფორმაციო სამსახურის ახალი უფროსის გიორგი გვიმრაძის დანიშვნასთან ერთად პროდუსერის ლიკა ხურციძის დანიშვნასაც აპროტესტებენ. როგორც „ექსპრესნიუსს“ ჟურნალისტებმა განუცხადეს, ახლადდანიშნულმა საინფორმაციოს უფროსმა გიორგი გვიმრაძემ დღეს დილით საინფორმაციოს მთავარ პროდუსერად, ლაშა მიქაძის ადგილას „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი ლიკა ხურციძე წარადგინა. ჟურნალისტურ საქმიანობაში გიორგი გვიმრაძის გამოუცდელობა და პოლიტიკური თანამოაზრის პროდიუსერად დანიშვნა პირველი არხის ჟურნალისტების პროტესტს იწვევს. ისინი მთავარი გამოშვების შემდეგ, 7 საათზე აპირებენ შეხვდნენ ახალ უფროსს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. „მისი გამოუცდელობა ამ საქმეში იწვევს პროტესტს და ასეთი საკადრო გადაწყვეტილებები არის მაგის შედეგი. პლუს ხურციძის დანიშვნა. ლიკა ხურციძე „ნაციონალური მოძრაობის“ „ზონდერჟურნალისტია“. იგი ახლად დანიშნულმა საინფორმაციოს უფროსმა გიორგი გვიმრაძემ დღეს წარგვიდგინა და განაცხადა რომ ნიუსის მუშაობას ლიკა ხურციძე განსაზღვრავს“, - განაცხადეს არხის ჟურნალისტებმა „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)