|
2021-02-18 18:46:19, 622 ნახვა
პოლიტიკა
ზაალ უდუმაშვილი - ბიძინა ივანიშვილს ქვეყანაში მეორედმოსვლების ტრადიცია აქვს
ბიძინა ივანიშვილს ქვეყანაში მეორედმოსვლების ტრადიცია აქვს, - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელებას. მისი თქმით, ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრობის თანამდებობაზე ყოფნის დროს არაფერი გაუკეთებია. „მეორედმოსვლების ტრადიცია აქვს ბიძინა ივანიშვილს ქვეყანაში. ჯერ თავის თავზე გაიარა ეს ყველაფერი, ახლა ღარიბაშვილის მეორედ მოსვლაა მთავრობაში, ამით არაფერი იცვლება. კარგად გვახსოვს მისი პრემიერ-მინისტრობის პერიოდი, რა გააკეთა? არც არაფერი. პრემიერის კანდიდატებზე კი არ უნდა ფიქრობდეს ვინ იქნება, უნდა ფიქრობდეს ახალ არჩევნებზე, რომ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანა შეიცვალოს და ჩვენ დავუბრუნდეთ იმ განვითარების გზას, რომელიც ამ ქვეყანას წინ წაიყვანს“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა. აღნიშნულ თანამდებობაზე ღარიბაშვილის კანდიდატურის დასახელება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის შესახებ განაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)