|
2021-02-18 17:08:03, 781 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - მალე აღვადგენთ წესრიგს, რომელიც აუცილებელია ქვეყნის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის
ძალიან მალე აღვადგენთ წესრიგს, რომელიც აუცილებელია, რათა ქვეყანამ განაგრძოს ნორმალური, კონსტიტუციის ფარგლებში ფუნქციონირება, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დღეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა. „ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, უდიდესი პატივი, რომ უკვე დამტკიცების შემთხვევაში, მეორედ ვიყო ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ჩვენი ქვეყნის წინაშე უამრავი გამოწვევაა, პირველ რიგში კოვიდპანდემია, უმუშევრობა, ეკონომიკური სიდუღჭირე, მოსახლეობის მძიმე მდგომარეობა, რაც საჭიროებს სწრაფ გადაწყვეტილებებს და ამისთვის ვართ მონდომებულნი, რომ სწრაფად მოვუგვაროთ მოსახლეობას პრობლემები. ჩვენ ძალიან მალე აღვადგენთ წესრიგს და იმ წონასწორობას, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანამ განაგრძოს ნორმალურად, კონსტიტუციის ფარგლებში ფუნქციონირება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)