|
2021-02-18 16:08:03, 648 ნახვა
პოლიტიკა
ექსკლუზივი - „ქართულ ოცნებაში“ პრემიერობის კანდიდატად მაია ცქიტიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს განიხილავენ
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის ორ სავარაუდო კანდიდატს თავდაცვის მინისტრ და ყოფილ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსა და ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილს განიხილავენ. ამის შესახებ „ექსპრესნიუსისთვის" „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოსგან ექსკლუზიურად გახდა ცნობილი. პოლიტსაბჭოს ერთი ნაწილი, პრემიერიად ღარიბაშვილის დბარუნებას უჭერს მხარს, მეორე ნაწილი კი აქცენტს მაია ცქიტიშვილზე აკეთებს. „ექსპრესნიუსის" ინფორმაციით, ცქიტიშვილის კანდიდატურას მხარს თბილისის მერი კახი კალაძეს უჭერს. აღსანიშნავია, რომ მთავრობის კანცელარიაში უკვე ყოფილ პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიასთან გამოსამშვიდობებლად ვახტნაგ გომელაური, ირაკლი ღარიბაშვილი და მაია ცქიტიშვილი არ მივიდნენ. „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. როგორც პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ 16:00 საათზე ჩანიშნულია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ უმრავლესობის შეხვედრა. პარტიის ლიდერები შეხვედრებზე, სავარაუდოდ, მთავრობის ფორმირების საკითხზე იმსჯელებენ.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)