|
2015-10-06 10:51:30, 451 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ გეგეშიძის განცხადებით, ელჩის ქმედება მთავრობის ხელმძღვანელთან შეთანხმებული იყო
ამერიკაში საქართველოს ელჩმა პრეზინდეტის ბრალდებებს უპასუხა და "კურიერთან" სატელეფონო ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ მისი ქმედება მთავრობის ხელმძღვანელთან შეთანხმებული იყო და ორი უმაღლესი დონის პირის ვიზიტისას პროტოკოლი არ დარღვეულა. "ვინაიდან არც კონსტიტუციაში და არც ხსენებულ კანონმდებლობაში არ წერია, როგორი უნდა იყოს ელჩის მოქმედება ისეთ არაორდინალურ ვითარებაში, როდესაც ადგილსამყოფელი ქვეყნის ორ სხვადასხვა ქალაქში ერთდროულად იმყოფება ერთი მხრივ პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით ოფიციალური დელეგაცია და მეორე მხრივ, პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით, ჩემი ნიუ იორკში ყოფნა პრეზიდენტის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში საქმიანობის გასაგრძელებლად არ ყოფილა კანონმდებლობით განსაზღვრული დიპლომატიური ეტიკეტის უგულებელყოფა და ვიზიტის საპროტოკოლო ნორმების დარღვევა. ოფიციალური დელეგაციის ხელმძღვანელმა ეს იცოდა. პრეზიდენტი თავისი ვიზიტით კმაყოფილი წავიდა ვაშინგტონიდან. მართალი გითხრათ, ცოტა გაკვირვება გამოიწვია ჩემში ასეთმა ტონმა,“ - განაცხადა სატელეფონო საუბარში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩილ გეგეშიძემ. შეგახსენებთ, რომ ამერიკაში საქართველოს ელჩის არაკორექტულ ქმედებაზე საქართველოს პრეზინდეტმა გადაცემა "არჩევანში" ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ამერიკაში მისი ვიზიტის დროს მას გეგეშიძე არც უნახავს. მარგველაშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროს ურჩია ეტიკეტის დაცვა მოსთხოვონ იმ დიპლომატებს, რომლებიც კანონმდებლობას არღვევენ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)