|
2015-10-05 19:23:15, 450 ნახვა
პოლიტიკა
ჩიორა თაქთაქიშვილი: ივანიშვილმა უნდა გაიგოს, რომ ხალხი „რუსთავი 2“-ის დახურვას არ დაუშვებს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის“ ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მიზანია ივანიშვილს მიაწვდინონ ხმა, რომ ხალხი „რუსთავი 2“- ის დახურვასა და დიქტატურის ქვეყანაში დამყარებას არ დაუშვებს. „ბიძინა ივანიშვილს ამ სახლში მცხოვრებ მილიარდელს, რომელსაც არ აინტერესებს ხალხის გაჭირვება, შეუძლია გააკეთოს ერთადერთი - ქვეყანაში დაამყაროს დიქტატურა, დახუროს „რუსთავი 2“, ციხეში გამოკეტოს ის ადამიანები, რომლებიც „რუსთავი 2“- ის დახურვას აპროტესტებენ. ივანიშვილს საქართველო მიჰყავს უფსკრულამდე და ჩვენი მიზანია დავანახოთ ეს რეალობა. ივანიშვილმა გაიგოს, რომ ხალხი არ დაუშვებს „რუსთავი 2“- ის დახურვას, არ შეეგუება საქართველოში დიქტატურის დამყარებას“, - განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა. ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან „თავისუფალი ზონის“ წევრების აქცია ამ დრომდე გრძელდება. აქციის მონაწილეები პარლამენტთან დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)