|
2015-10-05 15:50:12, 428 ნახვა
პოლიტიკა
კახა კახიშვილი ოფიციალური ვიზიტით მოლდოვის რესპუბლიკას ეწვევა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი ოფიციალური ვიზიტით, 6 ოქტომბერს მოლდოვის რესპუბლიკაში მიემგზავრება. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, კახიშვილი კიშინიოვში მოლდოვის იუსტიციის მინისტრმა ვლადიმირ ჩებოტარმა მიიწვია. უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, იგი მოლდოვის იუსტიციის მინისტრს ვლადიმირ ჩებოტარს შეხვდება. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი პენიტენციური ინსტიტუტის დეპარტამენტში მოლდოვის პენიტენციური სისტემის შესახებ პრეზენტაციას დაესწრება. ღონისძიებაზე პენიტენციური სისტემის რეფორმების სტრატეგიასა და მიღწევებს განიხილავენ. გარდა ამისა, საუბარი შეეხება პენიტენციური რეფორმის კონცეფციას, მათ შორის საკანონმდებლო ასპექტებს, საუკეთესო პრაქტიკას, რეკომენდაციებსა და არსებულ გამოწვევებს. კახა კახიშვილი პრობაციის ცენტრალურ ოფისსაც ეწვევა, სადაც მოლდოვის პრობაციის სისტემას გაეცნობა. მხარეები ერთმანეთს ამ სფეროში არსებულ გამოცდილებას გაუზიარებენ და ინფორმაციას გაცვლიან. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი მოლდოვაში ვიზიტის ფარგლებში, N15 პენიტენციურ დაწესებულებასაც დაათვალიერებს, რომელიც ქალაქ კრიკოვაში მდებარეობს. კახა კახიშვილი საქართველოში 10 ოქტომბერს დაბრუნდება.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)