22:33 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-28 15:47:53, 718 ნახვა

მსოფლიო
პოლონეთში აბორტი ოფიციალურად აიკრძალა - ქუჩაში ათასობით დემონსტრანტია გასული

 

პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აბორტის აკრძალვის გადაწყვეტილების გამოქვეყნებისთანავე, ვარშავაში და პოლონეთის სხვა დიდ ქალაქებში ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა ქუჩაში.

ვარშავაში აქციის მონაწილეები საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან შეიკრიბნენ და მიმდებარე ქუჩა გადაკეტეს. სამართალდამცველებმა მათ დაშლისკენ მოუწოდეს, ვინაიდან კოვიდ19-ის პანდემიის გამო ქვეყანაში მასობრივი შეკრებები აკრძალულია.

საპროტესტო აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები მთავრობის გადადგომასა და მმართველი პარტიის წევრის, იაროსლავ კაჩინკსის პოლიტიკიდან წასვლას ითხოვენ. 

ცნობისთვის, პოლონეთის ხელისუფლებამ მანამდე გადადო აბორტის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნება, რომელიც მიღებული იქნა გასული წლის 22 ოქტომბერს. იგი ოთხშაბათს დაიბეჭრა და მასში აღნიშნულია, რომ "ჩასახვის მომენტიდან ადამიანს აქვს სიცოცხლის უფლება", რაც გარანტირებულია პოლონეთის ძირითადი კანონით.

ამჟამად, პოლონეთში აბორტის გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დიდი და მძიმეა ნაყოფის დაზიანება ან არსებობს განუკურნებელი დაავადება, რომელიც საშიშია დედის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, აგრეთვე თუ ქალი დაორსულდა გაუპატიურების შედეგად. ისეთი დაავადებები, როგორიცაა დაუნის სინდრომი, მომავალში ბავშვის შეზღუდული შესაძლებლობები, სერიოზული განუკურნებელი დაავადებების ალბათობა არ შეიძლება ჩაითვალოს აბორტის მიზეზად.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
ხაბეიშვილი - ვცდილობ სიმართლე გითხრათ: დაყენებული სახეები, ფონად წიგნები და ხალხის დაშტერება, მოტყუება, რომ ჩვენი ბედი ბრიუსელში ან “აშხაბადში” წყდება
სიძულვილით გამორჩეული სამხარაძის მევიოლინე მამას 4 ქალაქში კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 164 750 ლარს გადაუხდიან
საპატრიარქო შეშფოთებულია აზერბაიჯანში ქართულ ტაძარში მიმდინარე სამუშაოებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics