|
2021-01-26 13:27:21, 1600 ნახვა
ომი უკრაინაში
10 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებული 6 654 ტესტის შედეგად, კორონავირუსი 113 პატიმარს დაუდასტურდა
10 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებული 6 654 ტესტის შედეგად, კორონავირუსი 113 პატიმარს დაუდასტურდა. აღნიშნულის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. „როგორც თქვენთვისაა ცნობილი, პენიტენციური სამსახური აგრძელებს ინტენსიური PCR ტესტირებების პროცესს. ამ ეტაპზე, მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია ორ დიდ დაწესებულებაში, გლდანის მერვე და ქსნის მეთხუთმეტე პენიტენციურ დაწესებულებაში ტესტირების შედეგების შესახებ. რაც შეეხება ნომერ მერვე გლდანის დაწესებულებას, აქ ჩატარდა 2422 ტესტი, რომელთაგან დადებითი აღმოჩნდა 38, აქედან 8 პატიმარს გამოუვლინდა სიმპტომები და ისინი გადაყვანილი არიან სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. დანარჩენები არიან უსიმპტომო პატიმრები, ისინი არიან საკარანტინო სივრცეში იზოლირებულები, ასევე მათი კონტაქტები. მათ ყოველდღიურად უტარდებათ მუდმივი კონტროლის ღონისძიებები, რომლებიც სამედიცინო პროტოკოლით არის გათვალისწინებული, ეს არის თერმოსკრინინგი, სატურაციის კონტროლი, ამას ემატება, ასევე, 72 საათში ანტიგენით ტესტირება და შემდეგ ისევ განმეორებით PCR ტესტირება. რაც შეეხება მეთხუთმეტე ქსნის დაწესებულებას, აქ გაკეთდა 1735 ტესტი, საიდანაც დადებითი იყო 40. ასევე, არის ცალკეული შემთხვევები, რომელზეც კვლევა გრძელდება. აღსანიშნავია, რომ ეს 40 დადასტურებული პირი არის უსიმპტომო, მათი ჰოსპიტალიზაცია არ გამხდარა საჭირო, ისინი იზოლირებული არიან დაწესებულების დანარჩენი კონტიგენტისგან და მედპერსნალის მუდმივი ყურადღების ქვეშ არიან. როგორც სამედიცინო პროტოკოლი ითვალისწინებს, თუ ამ ადამიანებიდან რომელიმეს გამოუვლინდა სიმპტომი, ისინი მყისიერად გადაყვანილი იქნებიან სამოქალაქო კლინიკაში. ამ ეტაპისთვის სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს. ამ თვის ბოლომდე დასრულდება მთლიანად ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ტესტირებების ინტენსიური პროცესი. ჯერ მთლიანობაში ჩატარდა 10 პენიტენციურ დაწესებულებაში ტესტირების პროცესი. სულ გაკეთდა 6654 ტესტი და ჯამში გვაქვს 113 შემთხვევა,“ - განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.
კოსტა: ევროპისთვის მნიშვნელოვანია სომეხი ხალხის თავისუფლების დაცვა, რათა მათ საკუთარი ბედი თავად აირჩიონ
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ჟურნალისტი გურამ როგავა, აცხადებს, რომ მასზე თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა
ფორმულა: ოცნება კვიპროსში ევროკავშირის გაფართოების მინისტერიალზე არ მიიწვიეს
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)