21:51 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-23 17:15:22, 996 ნახვა

მსოფლიო
ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ - არიან დაკავებულებიც

ბიბისი“ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციებზე ჟურნალისტებისთვის საქმიანობის ხელის შეშლის შესახებ იუწყება.

„ნოვაია გაზეტა“ იუწყება, რომ უშიშროების ძალებმა ხელკეტი ურტყეს მის კორესპონდენტს. გარდა ამისა, სპეცრაზმმა ხელკეტით გატეხა „ნოვაიას გაზეტას“კორესპონდენტის კამერის ობიექტივი.

„მედუზას“ კორესპოდენტს სპეცრაზმელმა სცემა. ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ სპეცრაზმელმა დაიწყო მისი ცემა, რადგან იგი აქციას აშუქებდა.

სამართალდამცველებმა სცადეს „მედუზას“ ფოტოკორესპონდენტის დაკავებაც.  

მედია იუწყება, რომ დააკავეს „დოჟდის“ კორესპონდენტი და მისი ოპერატორი.

შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია რუსეთის 93 ქალაქში მიმდინარეობს. მიმდინარეობს აქტივისტების მასობრივი დაკავება. ამ ეტაპზე დაკავებულია 370-მდე აქციის მონაწილე.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
ხაბეიშვილი - ვცდილობ სიმართლე გითხრათ: დაყენებული სახეები, ფონად წიგნები და ხალხის დაშტერება, მოტყუება, რომ ჩვენი ბედი ბრიუსელში ან “აშხაბადში” წყდება
სიძულვილით გამორჩეული სამხარაძის მევიოლინე მამას 4 ქალაქში კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 164 750 ლარს გადაუხდიან
საპატრიარქო შეშფოთებულია აზერბაიჯანში ქართულ ტაძარში მიმდინარე სამუშაოებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics