2021-01-23 12:07:00, 845 ნახვა
მსოფლიო
ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები დაიწყო
დღეს რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად აქციები დაიწყო, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, პოლიტიკოსის თანამოაზრეებმა აქცია სახელწოდებით „თავისუფლება ნავალნის!“ რუსეთის 93 ქალაქში დააანონსეს. აქცია ადგილობრივი დროით 14:00 საათზე დაიწყება. აქციები უკვე დაწყებულია ციმბირში.
თითქმის ორმოცდაათი სოლიდარობის აქცია საზღვარგარეთ არის დაგეგმილი, მათ შორის პარიზში, ბერლინში, რომში, მადრიდში, ლისაბონში, ამსტერდამი, ჰელსინკში, პრაღაში, ვარშავაში, თელ-ავივში, ვაშინგტონში, ნიუ იორკსა და ლოს ანჯელესში.
შეგახსენებთ, რომ ბერლინიდან დაბრუნების შემდეგ, ალექსეი ნავალნი დააკავეს. ის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან